მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ინგლისური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს დღე აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ინგლისური ენის პედაგოგი ლუსინე მანუჩარიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს ინგლისური ენის ისტორია და განვითარების პერიოდები. მათ, ასევე ისაუბრეს უილიამ შექსპირის შემოქმედების როლსა და მნიშვნელობაზე ინგლისურ ლიტერატურაში და მის გავლენებზე ენის განვითარების პროცესებში.
„ბავშვებმა აღნიშნეს, რომ როგორც საერთაშორისო ენას, ინგლისურს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია კომუნიკაციისას ყოველდღიური, ყოფითი, სასწავლო თუ საქმიანი ურთიერთობებისას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2010 წლიდან ინგლისური ენის დღე 23 აპრილს აღინიშნება.
ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 23 აპრილს, შექსპირის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
შექსპირს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თანამედროვე ინგლისური ენის ფორმირებაში, მან ასობით ახალი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას.
დღეს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 1.75 მილიარდი ადამიანი (ყოველი 4 ადამიანიდან 1) საუბრობს და ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება სასაუბროდ განსხვავებული მშობლიური ენის მქონე ადამიანებს შორის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე