მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სააღდგომო კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიის IIა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და IIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში, საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა - „მოხატე სააღდგომო კვერცხი“, შემოქმედებით ხასიათს ატარებდა და მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მათი სურვილით მოხატეს ხელოვნური კვერცხები, ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისტორიები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ და გაცნობოდნენ სააღდგომო კვერცხის მოხატვის ოსტატობას. ბოლოს კი დაათვალიერეს მუზეუმი და იხილეს მარიონეტების გამოფენა.
მოსწავლეები შთაბეჭდილებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე