მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები, იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა მისცენ სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდებს მიმართავენ, მათ შორისაა ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები.
ახლახან, გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თამთა ხარატიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ქართველი რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
მოსწავლეებმა განიმტკიცეს თეორიულად მიღებული ცოდნა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ. ასევე, საშუალება ჰქონდათ სლაიდების მეშვეობით გაცნობოდნენ ძველი თბილისის უბნებსა და XIX საუკუნის არქიტექტურას, დაათვალიერეს პოეტის კუთვნილი ნივთები, მოისმინეს ვიდეოჩანაწერი და ნახეს 3D ფორმატით აღდგენილი პოეტის „ალტერეგო“...
ისინი ასევე დაესწრნენ საინტერესო ლექციას, უპასუხეს გიდის მიერ დასმულ კითხვებს და აჩვენეს საკუთარი ხელით შესრულებული ბარათაშვილის პორტრეტი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ბოლოს ითამაშეს სალონური თამაში ბარათებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება