მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დისციპლინათაშორისი კავშირის პრინციპით, სისტემატიურად მართავს ერთობლივ გაკვეთილებს.
პედაგოგებმა - ნათია ხუჭუამ, ქეთი დევნოზაშვილმა და გუგა ბენდელიანმა სამი საგნის ინტეგრირებით, მე- 5 კლასის მოსწავლეებისთვის აქტივობა ჩაატარეს.
მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, სამ საგანში: ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და კატეხიზმოში მოამზადეს ერთობლივი პროექტი თემაზე - „მზის სისტემა“.
მოსწავლეებმა პრაქტიკული კოლაბორაციით, პირადი რესურსით შეგროვებული (მაკულატურა) სხვადასხვა მასალის, ფაქტურისა და ტექნიკის გამოყენებით ახალი სიცოცხლე შესძინეს პლანეტებს.
ციური სხეულების მოძრაობასა და გრავიტაციის ზეგავლენაზე მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და განიხილეს დოკუმენტური ფილმი - „მოგზაურობა კოსმოსში“.
ასევე, მოწაფეებმა გამართეს დისკუსია სამყაროს ბიბლიური და მეცნიერული წარმოშობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“