მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.
ამ დღესთან დაკავშირებით, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული პრეზენტაცია წარუდგინა.
ყველა კლასში გაიმართა უამრავი სახალისო აქტივობა, II - VI კლასებში განხორციელდა პროექტი -„დედამიწის დღე“, რომელიც მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა პროგრამებში:„ვსწავლობთ თამაშით“; paint; cupcut და power point, ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს თაბახის ფურცელზე შესრულებული ნამუშევარი, თემის შესაბამისი გასაფერადებელი სურათებით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ფერები დედამიწის განწყობის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რამაც უფრო მეტად მოტივირებული გახადა ისინი.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს.
„გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და მრავალი პროექტის განხოლციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა