სიახლეები
სკოლები

„სიყვარულია თავად ღმერთი“ - წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
02-05-2024
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და პატრიოტიზმის გაღვივებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „სიყვარულია თავად ღმერთი“ დასკვნითი ღონისძიება გამართეს. 

აღნიშნული პროექტის მიზანი მოზარდებში ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ზიარება და პოპულარიზაცია იყო. მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ გარემოში მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს, რითაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს და მათში აღფრთოვანება გამოიწვიეს.

პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ბობოხიძე სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ღონისძიებებით ხშირად ანებივრებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება