ნახშირღელის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
02-05-2024
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. დირექციისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი აქტივობა, ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანი მასწავლებლის გუგული ხუჯაძის დასმულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე.
სკოლის ჩემპიონის ტიტული დაწყებით საფეხურზე მოიპოვა V კლასის გუნდმა - „ლომებმა“, საბაზო საფეხურზე ჩემპიონი VIII კლასის გუნდი „გენიოსები“, საშუალო საფეხურზე კი X კლასის გუნდი „იმედი“ გახდნენ.
გამარჯვებულ გუნდებს სკოლათაშორის ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება მიეცათ.