ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
02-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მე-6ა კლასის მოსწავლეებმა - კარინა საპონჯიანმა, ალვინა ფალანჯიანმა და ოლია აღასარიანმა შესაძლებლობები გამოავლინეს, წარმატებით იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ოლგა მელიქიძემ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები პირველ ათეულში მოხვდნენ. 100 ქულიდან, 75 დამსახურებული ქულა აიღეს. ერთი არასწორი პასუხით და წამების სხვაობით, ჩამორჩნენ საპრიზო ადგილებს. მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს სკოლის სახელის საპატიო დაცვისთვის! ასევე, უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის არაჩვეულებრივ პედაგოგებს ასეთი მოსწავლეების აღზრდისათვის! უამრავი წარმატება ჩვენს სკოლას და მის ნიჭიერ მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.