მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (I-II-III-IV, ხელმძღვანელები: მ.ფანჩულიძე, ქ.ბრეგაძე, ზ.ნიკოლაძე, ი.არევაძე) გააფერადეს დედამიწის მცირე მოდელი და თემატური პლაკატები შექმნეს.
ამავე სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგმა - შორენა მუმლაძემ კი გააერთიანა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სკოლის ეზოში ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.
ეს ღონისძიება მოიცავდა პროექტის პრეზენტაციასაც - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“, რომელზედაც აღნიშნული კლასების მოსწავლეები ერთი მასწავლებელთან ერთად ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. I კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რიტმული ვარჯიშები მუსიკის თანხლებით, დედამიწის მოდელის გარშემო, რომლის მოხატვაშიც მშობლები დაეხმარნენ.
II კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს სხვადასხვა მხატვრული ცეკვა. IV კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები. VI კლასელებმა კი იცეკვეს „ჯაივი“.
ღონისძიება მხიარული, შინაარსიანი და საინტერესო გამოვიდა.
„ღონისძიების დასასრულს პატარებმა გაუშვეს ბუშტები, რომლებსაც სამყაროში კეთილი სურვილები გაატანეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“