ბენარისა და ხევაშენის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საყვარელი ევროპელი ავტორებისა და მათი წიგნების შესახებ იმსჯელეს
02-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარისა და ხევაშენის საჯარო სკოლებში აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ამჯერად, ბენარის საჯარო სკოლაში, ევროპელი ავტორების შესახებ, ამავე სკოლის X- XI კლასის მოსწავლეებისა და ხევაშენის საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, თანამშრომლობითი ღონისძიება გაიმართა.
წაკითხული წიგნების განხილვა, პრეზენტაციებით, ორივე სკოლის მოსწავლეებმა ერთად მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა იმსჯელეს საყვარელი ავტორების, მათი შემოქმედებისა და ღირებულებების შესახებ.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ასევე ჩამოყალიბებოდათ თანამშრომლობითი ურთიერთობის, პრეზენტაციისა და შემოქმედების უნარები.
ღონისძიებას ბენარის საჯარო სკოლისა და ხევაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ნინო წალდაძე, ინგა თუმანიშვილი, ქეთევან ნათენაძე და შორენა გავაშელაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
„მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორებს - ქალბატონ მარიტა შველიძესა და ქალბატონ ნინო ფორჩხიძეს, ხელშეწყობისთვის.
წინსვლა და წარმატებები თითოეულ სკოლას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლებში.