ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
02-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-4 ა კლასი მასპინძლობდა მე-10 და მე-7 ბ კლასების მოსწავლეებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - თეა ქობულაძეს.
მათ, ბავშვებს გააცნეს ამ დღის ისტორია და ესაუბრნენ ქართული ენის უნიკალობის შესახებ.
მე-4 ა კლასელები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საოცარი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.
ბავშვებმა შექმნეს თემატური პოსტერები და მოაწყვეს პრეზენტაცია.
სკოლაში მათ ასეთი აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
„დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს და გილოცავთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.