სიახლეები
სკოლები

„ენა ბურჯია ერისა“- სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
02-05-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედაენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ენა ბურჯია ერისა“ გაიმართა. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, მათ შორის ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება