მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება და მას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება, რომელიც განსაკუთრებული მადლითაა სავსე. ამ დღეებში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს, წირვა-ლოცვაც მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი წესით სრულდება.
ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მსგეფსია და ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი დაშვებულია. ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა, რომელზეც საგანგებოდ გამომცხვარი პური – არტოსი დევს. ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არტოსი განსაკუთრებულ მადლს იღებს და უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. აღდგომის სწორზე, კვირაცხოვლობას არტოსს მცირე ნაწილებად ჭრიან და მორწმუნეებს ურიგებენ. ის შეიძლება მთელი წლის განმავლობაში შევინახოთ და ავადმყოფობისას ან სხვა რაიმე განსაცდელის ჟამს სულიერ წამლად მივიღოთ.ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე