მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები კი მათ მოტივირებაზე ზრუნავენ. შედეგად, მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ. ამჯერად კი, „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და 2024 წლის „ხონის ეტალონი გუნდის“ წოდება, 85 ქულით, მოიპოვეს. გუნდის კაპიტანი იყო VII კლასის მოსწავლე ელენე გვიჩიანი, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: აკო ციცხვაია - VI კლასი, დათო უგულავა - VII კლასი, მარი იოსელიანი - VII კლასი და ანდრია თუთაშვილი - VI კლასი.
გამარჯვებულ გუნდს ხონის მერმა - ლადო ჯურხაძემ უმასპინძლა, გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„საოცარი შეგრძნებაა, როცა წარმატებას აღწევ. მინდა, მოგილოცოთ. ეს იყოს დასაწყისი დიდი წარმატებებისა, რომლებსაც ცხოვრებაში ცოდნითა და შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. მეც მეორესკოლელი ვარ. მადლიერი ვარ დღემდე, მშობლიურმა სკოლამ განათლების კარგი საფუძველი მომცა. საუკეთესო პედაგოგები გასწავლიან და მათი იმედები უნდა გაამართლოთ“,- აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
მას, გამოჩენილი ყურადღებისთვის, სკოლაში მადლობას უხდიან.
„დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ლადოს, რომელსაც ძალიან უყვარს და ახარებს მომავალი თაობის წარმატებები და არასოდეს ტოვებს მათ უყურადღებოდ“,- ამბობენ სკოლაში.
ცნობისთვის, ხონის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სკოლების 19 გუნდი და 95 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება