მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო დღეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მესამეკლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც არაფორმალურ გარემოში წარიმართა.
ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „ბუნება - ყველაზე დიდი ხელოვანია“ თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში ჩაუტარდათ.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მანანა ძებნიაური ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარკის მცენარეული საფარი, შეეცადნენ გამოეცნოთ და განესხვავებინათ ბუნებრივი და დეკორატიული მცენარეები, შექმნეს ფერწერული და გრაფიკული პეიზაჟები, პარკის დიზაინის შექმნის თაობაზე პარკის მებაღე-დეკორატორს მოუსმინეს.
ბოლოს კი ბევრი იხალისეს - ითამაშეს სხვადასხვა თამაშები და კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.
აღნიშნულ აქტივობას დაეთმო ორი საგაკვეთილო საათი (ბუნება და ხელოვნება).
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება