მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს. პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს ასწავლიან, არამედ მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
25 აპრილს, მოსწავლეებში მხატვრულ- ესთეტიკური უნარების განვითარების მიზნით, მოეწყო „ჩრდილების თეატრის“ პრემიერა.
ჩრდილების თეატრი წარმოდგენა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი, როლებიც ოსტატურად მოირგეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
სკოლაში მოსწავლეთა მონდომება ახარებთ და წარმატებას უსურვებენ.
„მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მასწავლებელთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება