სიახლეები
სკოლები

ახალშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოძრავი პლანეტარიუმი მოეწყო
07-05-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განსაკუთრებულ და საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ დედამიწის დღე განსხვავებული ფორმატით აღენიშნათ და სკოლაში მოძრავი პლანეტარიუმი მოაწყვეს. მოსწავლეებმა ნახეს პლანეტების განლაგება და მათი მოძრაობა დედამიწის ირგვლივ. 

აქტივობებში სულ 4 სკოლის - ივანდიდის, პატარა ჯიხაიშის, კუხისა და ახალშენის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამყარო შეიმეცნეს.

„მინდა დიდი სიამოვნებით და სიყვარულით აღვნიშნო ჩვენი მეგობარი სკოლების მოსწავლეების ჩართულობა. ნანახმა მოლოდის გადააჭარბა, რადგან ოთხი სკოლის - ივანდიდის საჯარო სკოლის (დირექტორი ქალბატონი ლია ჩიხლაძე), პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის (დირექტორი მანანა მიქაძე), კუხის საჯარო სკოლის (დირექტორი თამრიკო კიკაბიძე) და ახალშენის საჯარო სკოლის (დირექტორი ვიოლა აკობიძე) არაჩვეულებრივ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, ვიზეიმეთ ერთად ყოფნა, მეგობრობა და საფუძველი ჩავუყარეთ მრავალი აქტივობის განხორციელებას.
მადლობა ყველას, მათ შორის, მძღოლებს, რომლებმაც მოახერხეს ამ ბავშვების გადაადგილება, მადლობა ახალშენის საბავშვო ბაღის მენეჯერს - ირმა აზარაშვილს, პედაგოგებს და ბავშვებს. მადლობა მასპინძელ ოჯახს.
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება