„მავნე ჩვევები“- გუბის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
სწორედ ერთ-ერთი მსგავსი აქტივობის ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს, რომელთა თემაც იყო „მავნე ჩვევები“. მათ სხვადსხვა დამოკიდებულებებით გამოწვეული რისკების, საფრთხეებისა და მავნე შედეგების შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, განიხილიეს თუ რა გავლენა აქვს ადამიანზე თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მოხმარებას.
აქტივობაში მოსწავლეები, პედაგოგ ეკა ჭელიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს.