ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სააღდგომო დეკორაციები შექმნეს
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პატარა მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში უდიდესი მონდომებით ერთვებიან, ეს კი პროფესიონალი მასწავლებლების დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ტრადიციაზე ინფორმაციას აწვდიან. ამჯრად, სააღდგომო განწყობა 1-ელა კლასში იყო. მათ მასწავლებელი სოფო გორგასლიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
პირველკლასელებმა შესაბამისი დეკორაცია დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.