ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ სხვადასხვა დღესასწაული შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, მე-105 კლასის მოსწავლეებმა „გვირილობა“ იზეიმეს. თარიღთან დაკავშირებით, ისინი ბუნებაში გავიდნენ და გვირილები დაკრიფეს. გარდა ამისა, თავად ამ დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა ჰქონდათ.