მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყოს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი, რომელიც სკოლაში, მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგ შორენა აფციაურის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.
მათ თემატური პოსტერი შექმნეს, ისაუბრეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც დედამიწა დგას და დასახეს მისი მოგვარების გზები.
გაკვეთილის ბოლოს გეოგრაფიული ვიქტორინაც გაიმართა, რომელშიც მე-8 კლასის მოსწავლემ - შიო ჯავახიშვილმა გაიმარჯვა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ შორენა აფციაურსა და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო