მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო სპექტაკლი „ერთი მანეთის შოვნა“, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით დადგეს.
ბავშვებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ღონისძიებამ მხიარულ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეთა შესაძლებლობებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია