სიახლეები
სიახლეები

პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას შსს იძიებს - დეტალები
06-05-2024
-
+


ეროვნული ჯიდლოს მფლობელ მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, მას და მის ბიჭს აღდგომის დღეს, 5 მაისს კორპუსის სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„საღამოს 7 საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, რომ სოფელში წავსულიყავით, ჩემს დასთან. როდესაც ჩამოვედით სადარბაზოდან, მანქანა შემოვიდა ეზოში, სადარბაზოსთან გააჩერეს. გინება დამიწყეს - „შე ნაციონალო“ - პოლიტიკური კუთხით. მე არ მინდოდა მათთვის პასუხი გამეცა და მინდოდა გავცლოდი, მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს დიდი ხის ჯოხები, რომლებიც კომბალივით უფრო იყო.

არასოდეს ადამიანებისთვის ხელი არ დამირტყამს და გადავწყვიტე, რომ რადგან ისინიც ცოტა ნასვამები იყვნენ, ხელი არ დამერტყა ამ ადამიანებისთვის და მოვახერხე, რომ ეს ხის დიდი კომბლები წავართვი, მაგრამ ცუდი რაც გავაკეთე, ისევე საბარგულში ჩავუდე. ჩვენ წავედით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა ეს ჯოხები ამოიღეს და თუ მანამდე ორი დაგვესხა თავს, უკვე სამი ადამიანი მომდევდა შემდეგ ჯოხებით. ერთადერთი რაც მოვახერხე, ეს არის ვიდეოს გადაღება.

ძალიან სამწუხაროა, რომ სააღდგომო დღესასწაულზე ის ხალხი, რომლებიც შესწორებას გვიკეთებენ და სარწმუნოებაზე გვიმახვილებენ ყურადღებას, აღდგომის დღეს შეეცადნენ გამსწორებოდნენ ფიზიკურად.

[თავდამსხმელები] ლანჩხუთელები არიან და ჩემი უბნის ხალხია. თავისი ინიციატივით მოხდა ეს თუ ვინმემ გააფრთხილა...

ვერ დავადასტურებ [წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო თუ არა], მაგრამ საბარგულიდან რომ გამზადებული გამოიღეს ეს ხის ჯოხები... აწია ეს საბარგული, შიგნით რაღაც შენახული ჰქონდა, გამოიღო და ადამიანის საცემრად გამზადებული ჯოხი რომ აქვს, სხვანაირად ვერ ვფიქრობ.

ჩემთვის დაერტყათ არანაირი პრობლემა არ იყო, უბრალოდ, მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც, მცირე საოჯახო ტიპის სახლი როდესაც დატოვა, გადაწყვიტა ჩემთან ცხოვრება და ერთად ვცხოვრობთ. ის მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს და არ შეიძლება დიდი ემოციები, ხმაური - ძალიან ემოციური ბავშვია და მედიკამენტებს ვასმევთ. აი ამ ბავშვსაც დაარტყეს, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი, რომელზეც უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ლევანი რომ წაიქცეოდა იმაზე ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამს ვიღაცა... მაგრამ მაინც შევძელი ის, რომ მე იმათთვის ხელი არ დამერტყა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ხის ჯოხები წავართვი და საბარგულში ჩავუგდე. 

ახლახან დავბრუნდი პოლიციიდან, სადაც დაკითხვაზე ვიყავი და მიეცა ამას მსვლელობა. თუმცა, არ ვცდილობ ვინმე ციხეში მოხვდეს, არა, უბრალოდ გაფრთხილება მიეცეს ამ ადამიანებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ მედიასთან საუბრისას.

აღნიშნულ ფაქტს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მათი თქმით, ლადო აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.

„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება