ლამაზი სააღდგომო ღონისძიება კატნატუს საჯარო სკოლაში
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
მის ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური სიმღერები შეასრულეს და იცეკვეს. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შემდეგი იყო:
ეროვნული კულტურის სწავლება და გავრცელება, ასევე, დღესასწაულის, წესის და ადათის, ხალხური სიმღერების და ცეკვების, თამაშების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება;
წვლილის შეტენა ეროვნული ფასეულობების გადაფასებაში, პატრიოტულ აღზრდაში;