ჩანახჩის საჯარო სკოლაში ლამაზი სააღდგომო ღონისძიება გაიმართა
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ მოსწავლეთა განვითარებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ და სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ. ახლახან, სკოლაში ღონისძიება - „სურბ ზატიკ“ ჩატარდა, რაც წმინდა აღდგომას ნიშნავს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩერთნენ, იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და იუმორისტული ნომრები გამართეს.
სადღესასწაულო განწყობას ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.