მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. პედაგოგები მოზარდების ესთეტიკურ აღზრდას, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
2 მაისს, სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები გამოფინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ნამუშევრებს შორის ჭარბობდა სააღდგომო თემატიკა.
ღონისძიების ბოლოს შემოქმედი მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ნინო გვიმრაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ესთეტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება