მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული.
ახლახან, სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - ლიუბოვ დემინოვას ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „სტიქიური მოვლენები მაღალმთიან სვანეთში“.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და წარმოადგინეს თუ რა სტიქიურ მოვლენებთან უხდება გამკლავება სვანეთის მოსახლეობას. ასევე, აღნიშნეს თუ ვის უნდა მიმართონ სტიქიური უბედურების შემთხვევაში და როგორ უნდა მოიქცნენ განგაშის დროს. მოსწავლეებმა აგრეთვე გაიხსენეს შოვში ჩამოწოლილი მეწყერი.
„პრეზენტაცია იყო საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის და ძალიან საინტერესო გამოვიდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება