დიდი ჭყონის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები გაყოფას სამაგიდო თამაშის დახმარებით სწავლობენ
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცეს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.
ერთ-ერთი ასეთი მენტორი მასწავლებელი მზევინარ ჩუბინიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც მე-4 კლასში სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამრავლება თამაშით უკვე ისწავლეს. ამჯერად კი, სამაგიდო თამაში - „მათემატიკური დომინო“ მათ გაყოფის გამტკიცებაში დაეხმარებათ.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.