მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„ჩვენი სამყარო სუფთა გარემოა“,- ამ ლოზუნგით სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვან ეკოაქტივობები შესთავაზეს და ბავშვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობა შეახსენეს. მოწაფეებმა სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობასა და გამწვანებაზე იზრუნეს, ბოლოს კი ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს