„დედამიწა ჩვენი სახლია“- სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებელმა ნანა გახოკიძემ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, V - X კლასის მოსწავლეებთან ერთად, პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელა.
პროექტი სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა. მოსწავლეებმა თემატური პლაკატები დაამზადეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ნარჩენები დაახარისხეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებელს.
„გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და მრავალი პროექტის განხოლციელებას“,- ამბობენ სკოლაში.