გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს
07-05-2024
დაკოპირებულია
-
+
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ტრადიციაზე ინფორმაციას აწვდიან.
ამჯერად, მათ მასწავლებლები - ნატალია სახოკია და მარი სიხარულიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ასევე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა გეჯეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობას მოხმარდება. მეოთხეკლასელებმა კი, სკოლის მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალს ჯეჯილი და სანთლები აჩუქეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.