მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ინგლისურ ენას სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობების მეშვეობით, სიღრმისეულად ასწავლიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაცია, სახელწოდებით „სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“.
ბავშვებმა ისაუბრეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მრავალფეროვნებასა და სილამაზეზე. მათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრიტანეთისა და საქართველოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები განიხილეს, მათ მსგავსება-განსხვავებებზე იმსჯელეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ გასაფერადებელ აქტივობაში, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს