მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბუნებრივ გარემოს, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან სკოლაში მათი ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, იდლიანის საჯარო სკოლის მე-4, მე-5, მე- 6 კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია - „გავუფრთხილდეთ და დავიცვათ დედამიწა“.
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ეს დღე შეგვახსენებს, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ბავშვებმა ასევე საზოგადოებას ბუნების მოფრხილებისკენ მოუწოდეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენის საერთო სახლია და მას დაცვა სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს