სიახლეები
სკოლები

თბილისის N46 სკოლაში გამართულ გარემოსდაცვით კვირეულს თბილისის N104 სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლების თანატოლებთან ერთად შეუერთდნენ
07-05-2024
-
+


ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 და თბილისის N104 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, თბილისის N46 საჯარო სკოლის თვითმართველობის ორგანიზებით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დამეგობრებული სკოლების, მათ შორის თბილისის N104 საჯარო სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ჩაერთნენ თბილისის N18 საჯარო, თბილისის N73 საჯარო და ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N50 საჯარო სკოლები. მათ პირველ ეტაპზე საკუთარ სკოლებში თვითმართველობის წარმომადგენლების თხოვნით, შეაგროვეს ბოთლის თავსახურები. 

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის მისაღებში და საკლასო ოთახში მოწყობილი გამოფენა.

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები დედამიწის დღის დაარსების, გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობისა და პოლიეთილენის ნარჩენების უკონტროლოდ გარემოში მოხვედრის საფრთხის შესახებ. 

მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელშიც წარმოდგენილი იყო პოლიეთილენის დაშლის პროცესი და დაშლის შედეგად ცოცხალ ორგანიზმებზე, მათ შორის ადამიანებზე, უარყოფითი ზემოქმედების საშიშროება.

ბოლოს, სტუმრებს მოსწავლეებმა შესთავაზეს ვორქშოპი: „ბოთლის თავსახურებით შექმნილი ნახატი“. მოსწავლეებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ხელოვნების პრაქტიკული კურსის ფარგლებში შექმნილი ნახატები ბოთლის თავსახურებით, გაუზიარეს გამოცდილება და შესთავაზეს თავადაც შეექმნათ მსგავსი ნახატები. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება