მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად ესმით, რადგან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, 22 აპრილს, მოსწავლეები საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდნენ და დედამიწის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს. 2024 წლის დედამიწის დღის თემაა „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“.
მოსწავლეები გაეცნენ ამომწურავ ინფორმაციას თუ რას ისახავს მიზნად მსოფლიო ღონისძიება და აღნიშნეს, რომ „დედამიწის დღე“ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.
1990 წელს დედამიწის დღე პირველად გასცდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს, გლობალურ გარემოსდაცვით დღედ იქცა და მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. დედამიწის დღე ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მიმართულებებზე როგორებიცაა ნარჩენების გადამუშავების პოპულარიზება, გლობალური დათბობა და სუფთა ენერგიის გამოყენება, კლიმატის ცვლილება, როგორც დღეისათვის დედამიწის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა ნათლად გაიზრეს და გარემოს დასაცავად არაერთი ეკოაქტივობა მოაწყვეს. მათ შორის ნარჩენების დასახარისხებლად ურნები დადგეს და სასკოლო საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მნიშვნელობა შეახსენეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო