მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის მათემატიკის სწავლა სახალისოა. მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომელბიც ბავშვებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებენ.
ახლახან სკოლაში მათემატიკური კვირეული გაიმართა, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.
კვირეულის ფარგლებში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაამზადეს საინტერესო აპლიკაციები და მოაწყეს გამოფენა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი მოიძიეს ინფორმაცია ძველი ქართული საზომი ერთეულების შესახებ, შეგროვებული მასალით გამოუშვეს კედლის გაზეთი და წარადგინეს კლასის წინაშე.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. მათ წინარე ცოდნა განიმტკიცეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება