მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
„გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა“ - ამ სლოგანით 22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღეს, ვერნების საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
მოსწავლეები მოხალისეობრივ საქმიანობაში ხალისით ჩაერთნენ და სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.
პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქვეყანაში გარემოსდაცვით აქტივობებს უძღვნიან ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება