მარნეულის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
08-05-2024
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, VIIIვ კლასში მოქალაქეობისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი - „მორალი თუ სამართალი?“ ჩატარდა. მოსწავლეებმა მორალურ და სამართლებრივ ასპექტში განიხილეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები".
მათ იმიტირებული მინი სასამართლო პროცესიც მოაწყვეს. კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად: ბრალმდებლები, დამცველები, ბოშები, მსაჯულები და მოსამართლე.
მოსამართლემ ბოშები გაამართლა და გაათავისუფლა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს მორალი და სამართალი და ასევე სამართლებრივ ასპექტში მძიმე და მსუბუქი ტიპის დანაშაული გამოყვეს.