მარნეულის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ვიქტორინა გაიმართა
08-05-2024
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
ამისთვის ისინი არაერთ ღონისძიებას მართავენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. შედეგად, გაკვეთილებს მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში, საგან ბუნებაში ვიქტორინა გაიმართა, მას მასწავლებელი მახირა კალაევა ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.