მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხულოს ძმაგულის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. პროექტს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ზოია მახარაძე, მის განხორციელებაში კი ჩართული იყო სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი გლობალურ პრობლემას წარმოადგენს ეკოლოგია. გარემოს დაცვა ამცირებს გლობალური დათბობის რისკს, მწვანე საფარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის რაოდენობის შენარჩუნებაში.
პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან გარემოს დაცვის მხარდამჭერ აქტივობებს და მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ იყო მიმართული, რათა აქტიურად იზრუნონ გარემოზე და მოუფრთხილდნენ ბუნებას.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო