მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.
ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართული იყვნენ საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეებს გაეგზავნათ შესაბამისი მასალა, თითოეულ მონაწილეს უნდა დაემუშავებინა ლიტერატურა, შემდეგ ეთამაშა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
მართალია, სკოლის მოსწავლეებმა ნახევარფინალურ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ისინი გულგატეხილები მაინც არ დაბრუნებულან თამაშიდან. ამ დროის განმავლობაში გაიგეს დღემდე მათთვის უცნობი საკითხები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ასევე ისწავლეს ძალიან ბევრი ახალი, რაც სამომავლოდ თითოეულ მათგანს გამოადგება.
„დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი ისტორიის მასწავლებელ ქალბატონ დალი შავაძეს ამ პროექტში გაწეული დახმარებისთვის, სკოლის დირექტორს - ქალბატონ დონარ აბულაძესა და ძირკვაძეების საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივს ამ პროექტის ორგანიზებისთვის“, - გვეუბნებიან პროექტის მონაწილე მოსწავლეები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო