სიახლეები
საინტერესო , რჩევები

„2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს დამღუპველია...“ - ფსიქოლოგიის პროფესორი თამარ გაგოშიძე
03-06-2018
-
+


„ერთ ბავშვს, რომელიც ჩემთან ვიზიტზე იყო მოსული, ოთახის ბოლოში სათამაშო ფისო დავანახე, ჩვეულებისამებრ, უნდა მიერბინა და ახლოდან შეეხედა, შედეგად კი, როგორც პლანშეტში აკეთებს ხოლმე, გამოსახულების მოახლოვება თითების მოძრაობით დაიწყო...“ - ფსიქოლოგიის პროფესორი თამარ გაგოშიძე.

რატომ უნდა მოვარიდოთ მცირეწლოვანი ბავშვი კომპიუტერს? - ამ თემას თამარ გაგოშიძემ ლექცია მიუძღვნა.

როგორც თავად აღნიშნა, გავრცელებული აზრია, რომ კომპიუტერი ავითარებს ბავშვს. 7 წლის ასაკში ავითარებს, 2 წლის ბავშვისთვის კი ეს დამღუპველია.

„თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და საქმისაგან გადაღლილ მშობლებს უხარიათ, რომ შვილი პლანშეტით ხელში მშვიდად ჩერდება. ბევრი თვლის, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მტერი ვარ, ეს ასე არ არის, პირიქით, სკოლაში და უნივერსიტეტში განუყრელი ინსტრუმენტია და ჩვენ ვნერგავთ მათ გამოყენებას რეაბილიტაციის პროცესში, მაგრამ 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს დამღუპველია“.

თამარ გაგოშიძის თქმით, კომპიუტერული ტექნიკა აფერხებს ბავშვის სამეტყველო და მოტორულ (მოძრაობით) განვითარებას:

„ბავშვისთვის 2 წლამდე სენსიტიური პერიოდია, როდესაც ტვინის საფეთქლისა და შუბლის უბნები, ის უბრები, რომლებიც პასუხს აგებს მეტყველებაზე, ძალიან აქტიურად ვითარდება და ამ განვითარებას თავისი სტიმული სჭირდება.

იაპონელებმა ჩაატარეს დაკვირვება, რომლის თანახმადაც, ცოცხალი საუბარი, მაშინ, როდესაც მშობელი უშუალოდ ელაპარაკებოდა შვილს, უფრო მეტ სტიმულს აძლევს ბავშვის მეტყველების განვითარებას, ვიდრე იგივე საუბარი მოსმენილი კომპიუტერული ჩანაწერიდან. 

აზროვნება გარემოსთან უშუალო ურთიერთობით ვითარდება, ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა კი  ვიზუალურია, ძირითადად თვალით აღიქმება. ტექნიკასთან მიჯაჭვულობისას ბავშვი, ფაქტობრივად, არ მოძრაობს, არ გადის ჰაერზე, კომპიუტერთან მიირთმევს სასმუსნაოებს, რაც მოტორული განვითარების შეფერხებას იწვევს. ამ გარემოებებითაა განპირობებული დიაბეტის გავრცელება პატარებში. უნდა გავითვალისწინოთ, როგორ შევუწყოთ ხელი  2 - 3 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებას და რომ ჩვენ ყოველდღიურობაში შემოსული ტელევიზორები და კომპიუტერები ძალიან გვიშლიან ამაში ხელს. ხშირად, პლანშეტებზე მიჯაჭვული პატარები იმდენად იკეტებიან საკუთარ სივრცეში, რომ მათი მდგომარეობა, შესაძლოა, აუტისტური სპექტრის აშლილობაში აგვერიოს.“

ფსიქოლოგის თქმის, კომპიუტერი არ იწვევს აუტიზმს, მაგრამ ის პრობლემას ქმნის ბავშვის ტვინზე, გარემოდან მიღებული სტიმულების გადამუშავებისას:

„მშობლებს ხშირად უთქვამთ, რომ ბავშვისთვის გამოურთავთ ყველანაირი ტექნიკა, რის შემდეგაც პატარა მის ირგვლივ არსებული გარემოთი დაინტერესებულა და ლაპარაკი დაუწყია“. 

საგანგაშო არაფერია, უბრალოდ მოაშორეთ ბავშვები ეკრანს და რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ და ითამაშეთ მათთან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის“

 

 

მოსწავლეებმა ოლიმპიადას წარმატებით გაართვეს თავი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
 
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება