მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიანი ცოდნის მნიშვნელობა კარგად ესმით. შესაბამისად, ინგლისური ენის საფუძვლიანად დასაუფლებლად, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი.
ახლახან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში.
მოსწავლეები გათამაშებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ, მათ შორის სააღდგომო ტრადიციების შესახებ კედლის გაზეთები მოამზადეს და ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება