მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი აწერს.
დოკუმენტის თანახმად, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე. სერტიფიკატის გაცემაზე (სერტიფიკატის დანართის გარეშე) უფლებამოსილია აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან მას შეწყვეტილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობა.
სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება და დაასრულებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე