სიახლეები
სკოლები

ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული
08-05-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში, სკოლაში, ერთობლივი, მრავალფეროვანი და ძალიან სასარგებლო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეთა მონაწილეობით, სხვადასხვა ადგილზე მოეწყო დასუფთავების აქცია. ბავშვებმა დაასუფთავეს სოფლის ქუჩები და მდინარის ნაპირი.

ასევე, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო მხიარული სტარტები. ჩატარდა საველე კვლევა მინერალურ ქვებზე და შემდგომ შეიქმნა დედამიწის მოზაიკა.

ბავშვებმა გააკეთეს პოსტერები და სკოლაში პრეზენტაციების დღე მოაწყვეს. ამასთანავე, მათ მოაგროვეს მაკულატურა.

„ეზოში „სთრითარტით“ შევქმენით ჩვენი ემოციები თუ, როგორ ვიზრუნოთ ჩვენს სახლზე, დედამიწაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ასევე, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მოეწყო საინტერესო შეხვედრა ტყის რეინჯერთან, რომელმაც მათ გამოცდილება გაუზიარა.

„მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ზრუნვა! ეს ჩვენი ცოდნაცაა და გამოცდილებაც, რომელზე დაფუძნებითაც გვიყვარს და ვზრუნავთ ერთმანეთსა და იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება