მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი ლულა ხვიჩავა უძღვება. მისი ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში eTwinning-პროექტი - „კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების პრევენცია“ განხორციელდა. მისი ხელმძღვანელი და ავტორი ლულა ხვიჩავა გახლდათ, ხოლო თანაავტორი თურქი მასწავლებელი იყო.
პროექტში მონაწილე ქვეყნები საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი იყვნენ.
როგორც სკოლის დირექტორი გვიყვება, პროექტმა სერიოზული სტიმული მისცა მოსწავლეებს, გამოყენებინათ სხვადასხვა თემები შედეგის მისაღწევად. მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კვლევის, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. მათ შეძლეს ახალი ცოდნის აგება წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე.
პროექტის შედეგად, შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. მათ ერთმანეთს იდეები და გამოცდილებები გაუზიარეს.
პროექტმა ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას და უფრო ინოვაციური გახადა ის.
უფრო დეტალურად აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა გვაცნობს:
„ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მეშვიდე წელია ჩართულია eTwinning-ის ქსელში, რომელიც იძლევა საინტერესო პროექტების განხორციელების, სხვადასხვა ქვეყნების მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას, სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებას,საკუთარი პროექტების შექმნას და ა.შ.
eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ერთვებიან ერთობლივ კონფერენციებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს, გაიმდიდრეს ლექსიკა, უფრო მეტად დაეუფლენ უცხო ენას, გახდნენ თავდაჯერებულნი.
სკოლას განხორციელებული eTwinning პროექტების შედეგად მიღებული აქვს 40-მდე ეროვნული და 30-ზე მეტი ევროპული ხარისხის ნიშანი.2021-2022 სასწავლო წელს ჩვენს სკოლას eTwinning სკოლის ტიტული მიენიჭა,(მიმდინარე სასწავლო წელსაც წარდგენილი გვაქვს აპლიკაცია.) რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მოსწავლეების საქმიანობა აღიარებულია ევროპულ დონეზე.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა eTwinning-პროექტი: „კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების პრევენცია“, რომლის დამფუძნებელი ვიყავი მე და თანაავტორი იყო თურქი მასწავლებელი.
პროექტში მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი.
მონაწილე სკოლები იყვნენ:
თურქეთი – (-50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören Turkey) , ხელმძღვანელები – ფატმა საჰინი, ოზგუნ საჰინი;
თურქეთი - Murat Kölük İlkokulu Bakırköy—Turkey - ხელმძღვანელი: სერპილ აკოლი;
საბერძნეთი - 1st Markopoulo Junior High School Markopoulo/ Attiki – Greece - ხელმძღვანელი: ვასილიკი დოღანი;
ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის 94-ე საჯარო სკოლა - ხელმძღვანელი ნარგიზ ქილიფთარი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა - ხელმძღვანელები: ლულა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის N 1 საჯარო სკოლა - ხელმძღვანელები: მანანა ქარდავა, ლელა ჯღამაია, რიმა ჯანჯღავა;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა - ხელმძღვანელი მაკა თოლორდავა;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N 1 საჯარო სკოლა - ხელმძღვანელი მაყვალა ნარმანია.
პროექტზე მუშაობისას, ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებაზე და მისი შედეგების შესახებ, მოსწავლეების მიერ მათი საქმიანობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება და პასუხისმგებლობის გაზიარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. სხვადასხვა ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესწავლა, (გამოკითხვების ჩატარება სკოლაში, საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ ადამიანებზე და დასკვნების გაკეთება) ერთმანეთისთვის გაზიარება და მათი შემცირების გადაჭრის გზების ძიება, სურათების, პლაკატების, პოსტერების, ვიდეოების, პრეზენტაციების, ბუკლეტების,თამაშების შექმნა, ფილმის ჩვენების მოწყობა და დისკუსიის გამართვა.კაჰუტის თამაში მდგრადი განვითარების მე-13 მიზანთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრეზენტაციების მომზადება და ერთმანეთისთვის გაზიარება ონლაინ ჩართვების საშუალებით. გამწვანებისა და დასუფთავების აქციების მოწყობა. შემოქმედებითობის ,კრეატიულობის ,სწავლის უნარის,გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა და ციფრული წიგნიერების და ისტ–ის უნარების განვითარება.ტოლერანტული გარემოს შექმნა თამაშის საშუალებით.
პროექტის ფარგლებში, შედგა პირველი ონლაინ შეხვედრა მონაწილე სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რომელთაც გავაცანით პროექტის მიზნები შემდგომ, მასწავლებლებმა, ჩვენს მოსწავლეებთან, განვიხილეთ პროექტის გეგმა და გადავანაწილეთ ფუნქციები ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.მოსწავლეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. დამოუკიდებლად აწარმოებდნენ მცირე კვლევებს, მოიძიეს ინფორმაციები კლიმატის ცვლილების შესახებ /მდგრადი განვითარების მიზანი 13. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განათავსეს ინფორმაცია თავიანთ შესახებ მითითებულ გვერდზე.იმუშავეს პროექტის ლოგოს შექმნაზე, რომელიც ასახავდა პროექტის სახელწოდების „კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების პრევენცია“, სიმბოლოს. აქტივობის ბოლოს შეირჩა საუკეთესო ნამუშევარი, რაც პროექტის მთავარი ლოგო გახდა. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი წინადადებები და იდეები ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესების შესახებ Padlet–ის ბმულზე. მონაწილე სკოლებმა შექმნეს პროექტის რუქა, წარადგინეს სკოლები, ქვეყნები, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს პოსტერები,ნახატები.პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შექმნეს ასევე ონლაინ თამაშები ( KAHOOT: LEARNINGAPP ,Word wall.net,Jigsawplanet.com,Im-a-puzzle.com,Quizizz.com და სხვა), რომელსაც ყველა სიამოვნებით შეუერთდა. იყო ონლაინ ჩართვები, სადაც ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები და ითამაშეს კაჰუტი. მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეოები კლიმატის ცვლილებების შესახებ.
აღვნიშნეთ ინტერნეტ უსაფრთხოებისა და eTwinning-ის დღეები, ასევე დედამიწის, წყლისა და ტყის საერთაშორისო დღეები; გამოვთვალეთ ეკონაკვალევი, ჩავერთეთ Code Week აქტივობებში.
თანამშრომლობით შეიქმნა:
ინტერნაციონალური გუნდი;
პროექტის ფეისბუქ ჯგუფი;
პროექტის რუკა Pictra map-ში;
შეიქმნა პროექტის ლოგოები და შეირჩა საუკეთესო;
შედგა ერთობლივი ონლაინ თამაში კაჰუტი, მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე;
Story jumper-ში შევქმენით კოლაბორაციული წიგნი თემაზე: “სტიქიური უბედურებები ჩემს ქვეყანაში“;
Answergarden-ში ავაგეთ ასოციაციური რუკა ფრაზაზე „კლიმატის ცვლილება“.
ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ინფორმაციები, მოამზადეს მრავალფეროვანი პრეზენტაციები მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თურქეთისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეები:
თურქეთი: 50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören (ხელმძღვანელები: ფატმა საჰინი და ოზგუნ საჰინი);
საქართველო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა (მასწავლებლები: ლულა ხვიჩავა, ირინა სოსელია, ნინო ჯოჯუა,მზია ქარდავა);
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა (მასწავლებელი: მაკა თოლორდავა);
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: მაკა თოლორდავა);
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებლები: რიმა ჯანჯღავა, მანანა ქარდავა, ლელა ჯღამაია).
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი საინტერესო პრეზენტაციები:
სერრა და სეუდა - მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, სკოლა - 50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören. მასწავლებელი: ფატმა საჰინი;
ალპარსლანი და აიშეგული - კლიმატის ცვლილება, სკოლა - 50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören, მასწავლებელი: ოზგუნ საჰინი;
ნინო არდია - კლიმატის ცვლილება და მოდის ინდუსტრია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი ლულა ხვიჩავა;
გვანცა გერგედავა - კლიმატის ცვლილების დაძლევა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა;
გიგი შუკვანი - პრობლემები და გადაწყვეტილებები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი ლულა ხვიჩავა;
მარიამ გობეჩია - კლიმატის ცვლილება- დაძლევა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი ირინა სოსელია;
ნინი ჯინჯოლავა - ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი მზია ქარდავა;
თამარ როგავა - კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, მასწავლებელი ნინო ჯოჯუა;
ანანო იზორია - მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა, მასწავლებელი მაკა თოლორდავა;
სესილი ჭკადუა და სოფია ჭანტურია - სტიქიური უბედურებები საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის No. 1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი მანანა ქარდავა;
ნიკა ფიფია ,ბექა ქანთარია ,ლიზი მატუა, ქრისტინა ქარდავა - კლიმატის ცვლილების პრევენცია და ბუნებრივი საფრთხის რისკის შემცირება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის No. 1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი რიმა ჯანჯღავა;
თამარ მანია - კლიმატის ცვლილება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის No. 1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი ლელა ჯღამაია.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაწერეს პროექტის რეფლექსია გუგლი ფორმსის დახმარებით. შეიქმნა საბოლოო პროდუქტად წიგნი Bookcreator-ში პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოების გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სკოლაში, ისინი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.
პროექტმა სერიოზული სტიმული მისცა მოსწავლეებს გამოეყენებინათ სხვადასხვა თემები შედეგის მისაღწევად, მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კვლევის, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. მათ შეძლეს ახალი ცოდნის აგება წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე.ინგლისურ ენაში - გაიუმჯობესეს წერა, კითხვა და ლაპარაკი. შეძლეს კომპიუტერული უნარების განვითარება, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, სხვადასხვა პროგრამების შესწავლა.( პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ შემდეგი კომპიუტერული პროგრამები: Pictra.map. Canva, Answergarden, Padlet.com, Story Jumper, WordArt, Zoom, Befunky, Youtube.com, Docs.Google.com, Bookcreator.com, Kahoot.com, www.footprintcalculator.org, Kudobox, Pixiz.com, Power.point, Sway.office.com და სხვ.)
გაეცნენ კლიმატის ცვლილებას და დედამიწაზე დაბინძურების გავლენას.
პროექტის შედეგად შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. დავუმეგობრდით ევროპელ მასწავლებლებს, ერთმანეთს იდეები და გამოცდილებები გავუზიარეთ. პროექტმა ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას და უფრო ინოვაციური გახადა ის. შევთანხმდით, მომავალშიც ერთად დავგეგმოთ საგანმანათლებლო პროექტი საინტერესო თემაზე.
პროექტის მონაწილეებმა შეიძინეს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათში აქტიური გარემოსდაცვითი პოზიციის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ისტ რესურსების გამოყენებით შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციების მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობას, სწავლების ეფექტურობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, საპრეზენტაციო უნარების განვითარებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას“,- წერს ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა