TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ხარაულის, უჩხითისა და ოქტომბრის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში
08-05-2024
-
+


თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის, უჩხითისა და ოქტომბრის საჯარო სკოლების მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ კითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, 2024 წლის „ქედის ეტალონი გუნდის“ წოდება და  ხარაულის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, 69 ქულით მოიპოვა. გუნდს ხელმძღვანელობდა თამთა ჭანუყვაძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ დემეტრე ტაკიძე, ლიზი ჭანუყვაძე, გაგა ბერიძე და ანანო მახარაძე. 

მეორე ადგილზე 67 ქულით, უჩხითის საჯარო სკოლის გუნდი. VI კლასელ მარიამ ნინიძის კაპიტნობით, გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გვანცა გოჩაძე - VI კლასი, მაიკო აბესლამიძე - VI კლასი, ნინი ნინიძე - VII კლასი და ანა ნინიძე - VII კლასი.   

მესამე ადგილი კი, ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდმა, 65 ქულით, დაიკავა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანრი გოგიტიძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: დათო დუმბაძე - VII კლასი, ბაჩი ჩხიკვაძე - VII კლასი, მარიამ ასამბაძე - VI კლასი და ანამარია ჩხიკვაძე - VI კლასი. 


აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება