მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და საქართველოს STEM ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ „საგანმანათლებლო STEM პროექტების“ კონკურსის ფინალში წარმატებით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს გამოწვევა მათთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო.
„ჩვენთვის დიდი გამოწვევა და საუკეთესო გამოცდილება იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და საქართველოს STEM ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ „საგანმანათლებლო STEM პროექტების“ კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, მოტივირებულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე მოსწავლეებს: ნინი მაისურაძეს, მიხეილ აბრამიძეს, აკაკი ციცაგს, საბა ისაკაძეს მადლობას უხდიან.
ასევე, სკოლაში უღრმეს მადლობას უხდიან ჯგუფის მენტორს, სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელს - ანა მაისურაძეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.