სიახლეები
სკოლები

„ტყე დედამიწის ფილტვები“  - ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ღონისძიება
08-05-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლასთან არსებული ეკოკლუბენგურელების“ წევრები კი სხვადასხვა საინტერესო, გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება „ტყე დედამიწის ფილტვები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის ფილტვების საკუთარი ფილტვებივით მოფრთხილება.

ისინი გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციებს:

• დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად გამოყოფს 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს.

• ცნობილია, რომ მტვრის 60-70% ილექება მცენარეთა ფოთლების ზედაპირზე. ეს მტვერი, შემდგომში, წვიმის წყლით ჩაირეცხება ნიადაგში.

ეკოკლუბენგურელების“ წევრებმა კი ტყის მასივისკენ მიმავალი გზისპირები დაასუფთავეს და ნაგავი შეაგროვეს.

მათ საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„ტყე კაცობრიობისთვის არის სუფთა საცხოვრებელი გარემო, ტყე ჩვენი მწვანე საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა და დაცვა სჭირდება.

ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს - ჩვენი სკოლის ეს ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება