მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში პასუხისმგებლიანი მოქალაქეები იზრდებიან და გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
22 აპრილს, მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ დედამიწა ეკოლოგიური პირობების გამო საფრთხეშია, ამიტომ ყველა დედამიწელის ვალია გაუფრთხილდეს მას, არ დაანაგვიანოს გარემო, არ დააზიანოს ხეები, არ დააბინძუროს წყალი და ჰაერი.
სწორედ ამ მოწოდებებით შექმნეს მოწაფეებმა საინფორმაციო ბროშურები.
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კი ეკოლოგიაზე და გარემო პირობების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა მე-9 კლასელმა, მარიამ გვასალიამ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო პროექტის ავტორი სწორედ მარიამ გვასალია გახლავთ.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.